en
ge

IDFI: თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აგრძელებს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის მონიტორინგს.
„2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 4 532 162 ლარი. როგორც, ჩვენს მიერ წარმოდგენილმა 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკის შესახებ ანალიზმა აჩვენა, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა მთელ რიგ სამინისტროებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებულია 2015 წელსაც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)