en
ge

,,მე და საზოგადოება“ – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

სამცხე–ჯავახეთი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,დემოკრატ მესხთა კავშირმა" პროექტის – ,,ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" – ფარგლებში გამოაცხადა ვიდეო კონკურსი თემაზე – ,,მე და საზოგადოება".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15–25 წლის ახალგაზრდებს. ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა 2–5 წუთი უნდა იყოს. გადაღება შესაძლებელია სამოყვარულო კამერით, ან მობილური ტელეფონით, მნიშვნელოვანი იქნება ვიდეო რგოლის შინაარსი და არა მისი გადაღების ხარისხი. ნამუშევარი არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ჯგუფისადმი დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მატარებელი. ახალგაზრდებმა თავიანთი ნამუშევრები უნდა მიაწოდონ ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისს ელექტრონული სახით. 
ვიდეო რგოლების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 დეკემბერი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023