თბილისი. არსამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
„ცხადია, რომ ამ ტიპის ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ინფორმაციას განსაკუთრებით სახიფათო ბუნების მქონე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ და მოითხოვს, რომ გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში და დროულად გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.
თუმცა, ამ საქმეში ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. …აუცილებელად მიგვაჩნია, რომ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების პარალელურად, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ განმცხადებლების, მოწმეებისა და მათი ახლობლების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა”, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge