en
ge

„ანტიკორუფციული კვირეული“ დასრულდა

აჭარა. 14 დეკემბერს, ბათუმის პრეს–კაფეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ანტიკორუფციული კვირეულის დახურვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელიც წარმოადგენდა კვირის ერთგავრ მიმოხილვას.  შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ 2004 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის თვალსაზრისით.  თუმცა ქვეყანაში კვლავ რჩება იმის საშიშროება, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა შეიძლება თავიანთი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენონ და ამან კორუფციის თავიდან გაძლიერებას შუწყოს ხელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები თვლიან რომ ანტიკორუფციული სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანია მმართველობის სისტემაში ურთიერთკონტროლის მექანიზმის დამკვიდრება, საჯარო სამსახურების გაძლიერება და პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. კვირეულის შემაჯამებელ შეხვედრას სტუდენტები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)