თბილისი. 21 დეკემბერს, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით, საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ, საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა. „ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 საზოგადოებრივი ფორუმია. კოალიცია აერთიანებს 30-ზე მეტ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას. კოალიცია მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მხარდაჭერას სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში