en
ge

„პირველი ნაბიჯი ჟურნალისტიკაში“

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მედია ცენტრმა კახეთმა" პროექტის „პირველი ნაბიჯი ჟურნალისტიკაში" მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.
პროგრამის მიზანია მედია წიგნიერების გაუმჯობესება ახალგაზრდებში. იგი ითვალისწინებს მედია წიგნიერების სწავლების სრულ კურსს ჟურნალისტიკის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
პროექტის კოორდინატორის მაია მამულაშვილის თქმით, კურსი საშულებას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ ფაქტობრივი ცოდნა ჟურნალისტიკაში და გაეცნონ მედია-ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობას:
„პროექტი მოიცავს 2 ეტაპს. პირველ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფი შეირჩა თელავის საჯარო სკოლებიდან და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო მეორე ეტაპზე, მოსწავლეები შეირჩევიან კახეთის რეგიონის დანარჩენი 7 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან. 
პროექტის ფარგლებში სტუდენტები გადიან თეორიულ კურსს ჟურნალისტიკის ელემენტებში, პრაქტიკულ მეცადინეობებს სარედაქციო საქმიანობის ყველა ეტაპზე. მათ საშუალება აქვთ, მოამზადონ საგაზეთო სტატიები და გამართონ დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის კურსამთავრებული საუკეთესო სტუდენტები და მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართული გაზეთის აქტივობებსა და სამუშაო პროცესში.’’
კურსის სწავლება თელავის ,,მედია კაფეში" მიმდინარეობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)