თბილისი. 18 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნას.
„კერძოდ, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ემატება ,,უ2" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge