თბილისი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სახელი შეიცვალა – „ევროპის ფონდი".
„ახალი სახელი – ევროპის ფონდი – საშუალებას გვაძლევს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ძირითად ამოცანაზე – ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კონკრეტული სარგებელი მიიღოს ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დამკვიდრებით. სახელის შეცვლა ევროპის ფონდად ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ფონდის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობამ და თანამშრომლებმა. ფონდის ხედვისა და საქმიანობის გათვალისწინებით, სახელწოდების ცვლილებას მხარი დაუჭირა უამრავმა ჩვენმა პარტნიორმა და გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამაც, რამდენადაც ახალი სახელი ნათლად ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს", აღნიშნავს ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.
წყარო: epfound.ge