თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა" საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელის ანალიზს აკეთებს.
„თუ პენსიაზე გასული პიროვნება გადაწყვეტს, რომ მის მიერ დაგროვილი თანხა დახარჯოს 20 წლის განმავლობაში, მას ყოველ თვე მოუწევს 345 ლარის აღება რეალურ გამოხატულებაში, ხოლო ნომინალური რათქმაუნდა გაცილებით მეტი იქნება. პლიუს ამას, თუ მოქალაქე გადაწყვეტს, რომ 6%–ის ნაცვლად შეიტანოს მაგალითად 8%–ის კონტრიბუცია, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ის 30 წლის შემდეგ ყოველ თვე აიღებს 465 ლარს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: afba.ge