თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „1995-2015 წლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება".
„1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი ( USA Government – 258 940 000, USA-MCC – 414 410 000, USA USAID – 238 790 000). საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა 12 600 000 აშშ დოლარი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge