თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აქვეყნებს ბლოგპოსტს „განათლებული მშობლები, განათლებული შვილები"?
„წინამდებარე ბლოგ პოსტი ეფუძნება საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ 2014 წლის აპრილ-მაისში სი-არ-არ-სი-საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებს. ამ კვლევის შედეგები მშობლებისა და შვილების განათლებას შორის კორელაციის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს. როგორც უკვე არსებული კვლევებიდან იყო მოსალოდნელი, საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ძლიერი კორელაცია არსებობს ინდივიდის დედისა და მამის განათლების დონეებს შორის", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: blog.crrc.ge