აჭარა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა გორისა და ბათუმის თვითმმართველობის წევრებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „თვითმმართველობა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმები”.
„ტრენინგის მიზანი იყო მონაწილე თვითმმართველობის წევრებისთვის სოციალური მეწარმეობის არსის უკეთ გაცნობა და პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმებზე მსჯელობა. ტრენინგი ჩატარდა ASB-სა და CHCA-ს პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სოციალური ქსელი