თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და კულტურული ღირებულებას. ასევე, არ უნდა იწვევდეს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს და არ უნდა აუარესებდეს მის აღქმას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge