თბილისი. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქუჩაში მომუშავე და მყოფი ბავშვების უფლებებს დაიცავს. კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
„ჩვენი ყველას - სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას", განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წყარო: www.ginsc.net