თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზს აქვეყნებს.
„2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია 341 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 162 საქართველოს მოქალაქე (შესაბამისად, 2015 წლის აპრილის შემდგომ, 9 თვის განმავლობაში, აფხაზეთის მიმართულებაზე დაკავებული იქნა 225 პირი, ხოლო ცხინვალის მიმართულებაზე - 139 პირი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული 2015 წლის მონაცემების გათვალისწინებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge