სამცხე–ჯავახეთი. 14 დეკემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის საჯარო სკოლას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ესტუმრა. შეხვედრას ასპინძის მუნიციპალიტეტის პარტნიორი სკოლების სამოქალქო კლუბის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა - „ოჯახური ძალადობა" იყო, საუბარი შეეხო როგორც ძალადობის ფაქტებსა და სახეებს, ასევე ადამიანის უფლებებს. ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა სამოქალაქო ვალდებულებებზე და მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებად არის გათავისებული, როდესაც ირგვლივ ძალადობის ფაქტები ფიქსირდება.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა საკუთარ თემში არსებულ ძალადობის ფაქტები გაიხსენეს, ასევე დასვეს შეკითხევები ადამიანის უფლებების და იმის შესახებაც, თუ კონკრეტული ძალადობის ფაქტების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.