en
ge

სკოლებში ბულინგის პრევენციის პროგრამა

თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში მიმდინარეობს სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ პროგრამის პრეზენტაცია. „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის" და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" პროექტის მიზანია კონკრეტულ სკოლებში ბულინგის პრევენცია და ასევე ეფექტური მექანიზმის შემუშავება.
შემუშავებული მეთოდოლოგია მიმართული იქნება თანატოლებს შორის ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის შემცირებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ. პროექტის პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სკოლის შიდა კულტურას, ურთიერთობებს მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რისი გათვალისწინებითაც შემუშავდება ბულინგის დაძლევის მექანიზმი: შემუშავდება სატრენინგო მასალა და მეთოდოლოგია, ბოლო ეტაპზე კი განხორციელდება ტრენინგები სკოლის თემის წარმომადგენლებისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)