en
ge

მესამე სექტორის განცხადება დაგვიანებულ სამედიცინო მომსახურებაზე

აჭარა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში შექმნილი რიგის გამო, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების დირექციას მიმართავს და პრობლემის მოგვარებას სთხოვს. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ცენტრში ერთი რეგისტრატორი მუშაობს და პაციენტების დროულად მომსახურება ვერ ხერხდება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტების მომართვიანობამ საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ეს მომსახურებაზე არ ასახულა. ღოღობერიძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)