თბილისი. სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ „არმენოფობიურ დამოკიდებულებებს" და „ძალადობრივ ქმედებას".
„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს. აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „ენჯეოელ სოროსელებად" მოიხსენიებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge