აჭარა. 22 იანვარს, „ეკონომიკისა და ბიზნესის" ფაკულტეტის სტუდენტებმა, ორგანიზაციის ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის - მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა „გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ" ჩაატარეს. სტუდენტების მოხსენება შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ტერმინებს, რომლებიც უკავშირდება შშმ პირებს, მიდგომებს, ინკლუზიური განათლების არსს, სტერეოტიპებს და მედიის როლს, გარემოს ხელმისაწვდომობას, წარმატებულ შშმ პირებს და სხვა. შეხვედრის დასასრულს, მსმენელებს გადაეცათ საინფორმაციო „ფლაერები", რაზეც დატანილი იყო მართებული/არამართებული ტერმინები შშმ პირთა შესახებ. „ფლაერების" გავრცელება გაგრძელდა ქალაქის მასშტაბით.