აჭარა. 17 დეკემბერს, ბათუმის პრესკაფეში, ასოციაციამ „თვაისუფალ ჟურნალისტთა სახლმა" გამართა დისკუსია თემაზე: „ახალი მთავრობის ხედვები კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით". საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი. მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით გაგრძელდა, დამსწრე საზოგადოების გარდა ინტერნეტ მაყურებელსაც შეეძლო სკაიპის საშუალებით ჩართულიყო დისკუსიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა და დევნილებმა, სხვადსხვა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრებმა. დისკუსიები იმართება NED-ის დაფინანსებულ პროექტის - „დემოკრატიული იდეების განვითარება"- ფარგლებში.