თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020"-ის ფარგლებში აქვეყნებს სტატიას: ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. „ცხადია, რაც უფრო მეტია ჯანდაცვაზე დანახარჯები, მით უფრო უმჯობესდება შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ჯანდაცვაზე დანახარჯებსა და ჯანმრთელობის გამოსავლებს (შედეგებს) შორის არ არის ასეთი მარტივი კავშირი. ჯანდაცვაზე დანახარჯებსაც აქვს ზღვრული სარგებელი. გარკვეული დონის ზევით დანახარჯების ზრდას არანაირი გავლენა არ აქვს ჯანმრთელობის გამოსავლებზე. ამას ადასტურებს რენტგენოლოგიური გამოკვლევების მაგალითი. არსებული კვლევების მიხედვით, ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევები ზოგ შემთხვევებში (10%-დან 40%-მდე) არასაჭიროა. რენტგენოლოგიური გამოკვლევების არასათანადო გამოყენება, თავის მხრივ, ზრდის არამარტო ჯანდაცვის ხარჯებს, არამედ პაციენტისათვისაც საშიშია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.