თბილისი. 25 იანვარს, „იდენტობას" ორგანიზებით, გენდერისა და სექსუალობის მკვლევრის, ანა ილურიძის საჯარო ლექცია „სახელმწიფო, ნაციონალიზმი და სექსუალობა" გაიმართა. ლექცია სახელმწიფოს, ნაციონალიზმსა და სექსუალობას შორის არსებულ გენდერულ კავშირებს ეხებოდა.
„ბედნიერი ჰეტერონორმატიული ოჯახის" და სახელმწიფოს მიერ ომის საჭიროების რეპრეზენტაციის ანალიზის საფუძველზე შეხვედრაზე განიხილეს თუ ვისთვის არის სამშობლო „კომფორტის ზონა", ან რომელ მოქალაქეს სთავაზობს სახელმწიფო დაცვას და ვის დაცვაზე ამბობს ის უარს. ლექცია ჩატარდა პროექტის - „გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა" ფარგლებში, რომელიც კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში