თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან.
„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და არსებითი ცვლილებები მიიღოს მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად. სამხედრო მოსამსახურემ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის და თვითმმართველობის მაჟორიტარულ არჩევნებში, ასევე მერის/გამგებლის არჩევნებში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის რეგისტრირებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge