თბილისი. 28 იანვარს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გარდაბანის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს.
„CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის 4 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდება ვაზიანში განთავსებულ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ N64 საარჩევნო უბანს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: cdd.ge