იმერეთი. 27 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით (IDFI), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო კურსი „საქართველო 2020 - კონკურენციის რეგულირება სატელეკომუნიკაციო სფეროში". ლექცია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
სალექციო კურსის მიზანი იყო სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020"-ს შემუშავების გაანალიზება სტრატეგიულ ჭრილში, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირების მხრივ არსებული მდგომარეობის განხილვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge