en
ge

„სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”

თბილისი. 1 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე განმწესრიგებელი სხდომა იმართება საქმეზე სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. სასამართლოს წინაშე ეკლესიის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.
„განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დეტალურად სწავლობს საბჭოთა პერიოდში სახარების რწმენის ეკლესიის, იგივე ორმოცდაათიანელთა ეკლესიის, რეპრესირებისა და მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ისტორიას. ასევე, მოქმედი ეკლესიის ისტორიულ და დოქტრინალურ კავშირს საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ორმოცდაათიანელთა ეკლესიასთან. დევნის ისტორიისა და მემკვიდრეობის საკითხების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარე განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)