თბილისი. ომბუდსმენი ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. უფრო მეტიც, ყოველმხრივ უზრუნველყონ მათი უფლებების თანაბარი დაცვა და საქმიანობის გააქტიურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge