თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოსცა ახალი ანგარიში სახელწოდებით „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა". ანგარიში გამოქვეყნდა 18 დეკემბერს. მასში საუბარია ელიტური კორუფციის ძირითად მახასიათებლებზე, სასამართლო პრაქტიკასა და კონკრეტულ მაგალითებზე.
ელიტური კორუფციის ძირითადი მახიასიათებლებია საჯარო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტენდენციები. ელიტური კორუფციის მსგავსი მაგალითები იწვევს სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს და შიდა გარიგებებს ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებთან. ასეთი გარიგებების ნიშანია საქართველოში კონკურენციის არარსებობა და არათანაბარი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საჯარიმო სანქციების დაკისრებისა თუ სასამართლოში საქმეების წარმოების დროს არათანაბარი მიდგომა, რაც კვლევის დროს კონკრეტული საქმეების მაგალითზეც გამოვლინდა.
წყარო: osgf.ge