8 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიად მერიოტში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გამართავენ ახალი კვლევის „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი?!" პრეზენტაციას. კვლევა ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეულ პირთა მიერ სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით სარგებლობის საჭიროების საკითხის შესწავლას.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი #4