თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ფარული პატრულირება კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება".
„ფარული პატრულირება შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად წარმოადგენს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის ნებადართული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედებების განხორციელება ფაქტიურად გამარტივებული წესით ხდება, რაც კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემდეგ რისკებს შეიცავს...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge