თბილისი. 6 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში (საეა) საერთო კრებაზე გამგეობის წევრები აირჩიეს. ახლად არჩეული გამგეობის პირველ სხდომაზე, საეა-ს გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ ადეიშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ბატონი კახა დაუშვილი.
„გამგეობისა და მენეჯმენტის ფარგლებში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, ჩვენთვის უცვლელი რჩება ჩვენი ღირებულებები, პარტნიორებთან ურთიერთობის ფასეულობები და მზად ვართ მოვახმაროთ ჩვენი დრო და ძალისხმევა პარტნიორ ორგანიზაციებთან წარმატებულ თანამშრომლობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში