en
ge

„რადარამი“ ახალი წიგნის პრეზენტაციას მართავს

თბილისი. 2012 წლის 19 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რადარამი” ტონი ჯატის წიგნის ,,უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას" პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში" გაიმართება, დასაწყისი 18.00 საათზე.
ტონი ჯატის წიგნი ,,რადარამის” წიგნების სერიის მეხუთე წიგნია. იგი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.
,,რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და სხვა. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)