en
ge

საკონსულტაციო კომიტეტის შეფასებების მიმოხილვა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიმოიხილავს საკონსულტაციო კომიტეტის შეფასებებს საქართველოში რელიგიის თავისუფლებასა და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაზე.
„კომიტეტი აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების დროს მოტივის იდენტიფიცირება და მტკიცებულებებით გამყარება არ ხდება და ასეთი ქმედებები ხშირად კვალიფიცირდება ხულიგნობად, სისხლის სამართლის კოდექსის 53 (3) მუხლის მითითების გარეშე, რომელიც შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. ამის საილუსტრაციოდ კომიტეტი უთითებს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონატის გარშემო მომხდარ ინციდენტზე, რაზეც სამართალდამცავ ორგანოთა რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 3 პირის დაჯარიმებით შემოიფარგლა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)