თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" დისციპლინური საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა, ასევე სხვა სასამართლოების ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ.
„კოალიცია მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო განცხადება მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით, ასევე ცალკეული მოსამართლეების მიერ შიდა ქსელში გამოხატული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარები არღვევს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ასევე წარმოადგენს მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge