თბილისი. აშშ–ს მშვიდობის კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი"
აცხადებს განაცხადების მიღებას ორგანიზაციებისგან მე-2 ყოველწლიურ გამოფენაში – „აღმოაჩინე მოხალისე შენში" – მონაწილეობისთვის.
გამოფენა გაიმართება 22 დეკემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში".
„ჰელფინგ ჰენდი" და მშვიდობის კორპუსი ეძებენ თბილისსა და მის შემოგარენში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და კომპანიებს, რომლებიც დაინტერესდებიან წარმოადგინონ თავიანთი ორგანიზაციები გამოფენაზე და მოიზიდონ პოტენციური მოხალისეები თავიანთი პროექტებისათვის. გამოფენაზე ახალგაზრდები დაათვალიერებენ ორგანიზაციების სტენდებს და მიიღებენ ინფორმაციას მათი პროექტების შესახებ, ხოლო მათი ინტერესების დამთხვევის შემთხვევაში ჩაეწერებიან მოხალისეებად ამა თუ იმ ორგანიზაციაში. თითოეულ მონაწილე ორგანიზაციას გამოყოფილი ექნება მაგიდა. ღონისძიების მიზანი არის მოხალისეობის კულტურის განვითარება ქართულ საზოგადოებაში, და დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის მოხალისეების მოძებნაში ხელშეწყობა.