თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა მისასალმებელია, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებები". „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისა და ქალაქში ამჟამად არსებული რიგი მძიმე პრობლემის გადაჭრისთვის. ამავე დროს, მხოლოდ ახალი ავტობუსების შემოყვანა მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუ იმავდროულად არ გადაიდგა შემდეგი ქმედითი ღონისძიებები, რათა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს: ხარისხიანი ავტობუსების შეძენა და მათი მუდმივი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქალაქის გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობის დადგენა კერძო ავტოტრანსპორტთან შედარებით, ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ქცევის წესების დადგენა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ასევე მათთვის შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, საქალაქო ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქგეგმარების პრინციპების შესაბამისად,", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge