აჭარა. 9 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე გაიხსნა, რომელიც ბათუმში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს ლიტერატურითა და კომპიუტერული ტექნიკით მოემსახურება. შეხვედრას ამერიკის ელჩი, მოსწავლეები, სტუდენტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განახლებული ამერიკული კუთხე მკითხველებს საინტერესო შეხვედრებს და საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფას ჰპირდება.