en
ge

განცხადება სს „მეტრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს განცხადებას სს „მეტრო ჯორჯიასთან" დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოზიციით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკანონო ჩარევით საერთო სარგებლობის ბაზრიდან ახალი კომპანიის გამიჯვნისაკენ ან/და უკვე მოქმედი გადამზიდავების უფლებების შელახვისაკენ იქნება მიმართული, საგამოძიებო უწყებების მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ორგანიზაციის პოზიციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა სიტუაციის დაძაბვისა და კომპანია "მეტრო ჯორჯიას” საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის აღსაკვეთად.
ზუგდიდში ახალი სატრანსპორტო კომპანიის გამოჩენა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების გაღრმავების თვალსაზრისით გადადგმული დადებითი ნაბიჯია. ამდენად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ახალ კომპანიას, ასევე ბაზარზე უკვე მოქმედ გადამზიდავებს, სატრანსპორტო მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების განმავლობაში რაიმე სახის შეფერხება არ უნდა შეექმნათ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023