en
ge

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული პლატფორმა

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა (EaP) და რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული პლატფორმა დააარსა.პლატფორმის მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში არჩევნების სამოქალაქო დაკვირვების მხარდაჭერა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა მთლიანად ევროპაში. პლატფორმა შეიმუშავებს არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლის ინოვაციურ მიდგომებს, უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარებას წევრ ორგანიზაციებს შორის, განახორციელებს ტრენინგებს მოქალაქეთა სადამკვირვებლო ქსელებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში და ხელს შეუწყობს არჩევნებზე დაკვირვების შედეგების შესახებ ევროპული პოლიტიკური სტრუქტურების ინფორმირებულობას. პლატფორმის პირველი აქტივობები მიმართული იქნება არჩევნებზე სამოქალაქო დაკვირვების მხარდასაჭერად 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, ასევე რეგიონალურ არჩევნებზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)