აჭარა. 11 თებერვალს, NIMD-ის ბათუმის ფილიალის ოფისში, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის და მიმდინარე მსმენელთათვის ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დემოსკოლელებისა და პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის ფარგლებში იმ პარტიებთან ერთად დაიგეგმა, რომლებთანაც NIMD-ს ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული შეხვედრა შეხვედრათა ციკლის ნაწილია, რომელიც მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელმა იმ ხედვებსა და სტრატეგიებზე ისაუბრა, რომელსაც პარტია 2016 წლის არჩევნების მოგების შემთხვევაში განახორციელებს. მომხსენებლის თქმით, ნიმდის მოსწავლეებთან შეხვედრა პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიის სკოლა აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც ლოკალურ დონეზე პოლიტიკური ამინდის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.