en
ge

„გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ“

აჭარა. 11 თებერვალს, ქალაქ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში, ფონდი სოხუმის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის სამიზნე ჯგუფი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ინკლუზიურ ჯგუფებთან მომუშავე პედაგოგები იყვნენ. შეხვედრაზე მომხსენებელმა ხაზი გაისვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. დისკუსიის ფორმატში საკითხის განხილვამ უფრო ზოგადი სახე მიიღო და დამსწრე აუდიტორიამ ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა ჩართულობის ასამაღლებლად გარკვეული პროგრამების და ღონისძიებების აუცილებლობაზე. საინფორმაციო შეხვედრას - „გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ" - შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - თომა კაკაბაძე უძღვებოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)