თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, სხვადასხვა ეპარქიებში საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, უნივერსიტეტების, სასულიერო სემინარიებისა და სამღვდელოების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები - მრგვალი მაგიდები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი".
„პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ თემებს „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", „საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის".
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში