en
ge

განცხადება „მე და საზოგადოება“ სასწავლო პროგრამის შესახებ

თბილისი. საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ „მე და საზოგადოება" სასწავლო პროგრამაში საგზაო უსაფრთხოების საკითხის შეტანას. ქუჩაში მოძრაობის წესების ცოდნა აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ სახლიდან სკოლაში და პირიქით უსაფრთხოდ გადაადგილება. საზოგადოებას, კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ, რომ 2015 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სიკვდილიანობა 25%-ით გაიზარდა და 912 ბავშვმა მიიღო ტრავმა საქართველოს გზებზე. ჩვენ მივმართავთ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნული სასწავლო პროგრამის დამტკიცებას და ვიმედოვნებთ, რომ განათლების სამინისტროს ამ ნაბიჯს მომავალში მოჰყვება სხვა ნაბიჯები, რაც სკოლებში საგზაო უსაფრთხოების სწავლებას გახდის კიდევ უფრო პრიორიტეტულს. თავის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ სამინისტროს შესაბამისი საგანმანათლებლო და სხვა სახის აუდიო, ვიდეო და ბეჭდური მასალებით.
წყარო: ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)