თბილისი.ამ სახელწოდების ერთობლივი ნაშრომი შექმნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ" და ჟურნალისტმა პოლ რიმპლიმ. წიგნი, რომელიც ნოველის ფორმატშია დაწერილი, როგორც ორგანიზაციის
ვებგვერდზეა აღწერილი, მოგვითხრობს
იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული. წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან. წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ 2003-2012 წლებს მოიცავს.