16 თებერვალს, 19:00 საათზე, ფოტოგალერეა Black & White Gallery-ში გაიმართება დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს KONTAKTPHOTOS-სა და ვებსაიტის kontaktphotos.com-ის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა. KONTAKTPHOTOS - არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ფოტოსააგენტოს ვებგვერდი შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით. ფოტოგამოფენაში მონაწილეობენ: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე.
მისამართი: თბილისი, იაკობ გოგებაშვილის 46ბ