en
ge

EMC მუსლიმი თემის სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკებს სწავლობს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საზღვრის კვეთის დროს პოლიციის მიერ მუსლიმი თემის წარმომადგენლებისთვის შექმნილ სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკას სწავლობს.
„ორგანიზაციამ მუსლიმი თემის რამდენიმე წარმომადგენელი გამოკითხა. მათ განცხადებებში ნათქვამია საქართველო-თურქეთის საზღვარზე მუსლიმი პირების გაუმართლებელი და ხანგრძლივი დაყოვნების, რელიგიური მიკუთვნების საკითხებზე თვითნებური დაკითხვისა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე. განმცხადებლების თქმით მსგავს პრობლემებს მხოლოდ მუსლიმი თემის წევრები აწყდებიან. პოლიციის შემოწმების საგანს სწორედ მათი რელიგიური კუთვნილება და რელიგიური საქმიანობა წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაცის ვებ-გვერდზე. EMC-მ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა.
სრულად...
წყარო: emcrights.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)