თბილისი. სახალხო დამცველი ეხმაურება განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული საგნის „მე და საზოგადოება" სასწავლო გეგმას.
„სახალხო დამცველი პოზიტიურად განიხილავს სასწავლო გეგმის შინაარს, რომლის მიხედვითაც, ამ საგანმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ჰუმანური ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge