თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ბლოგპოსტს: „უსაფუძვლო ხმაური „მე და საზოგადოების" გარშემო".
„ემოციების გარეშე, საქმიანად რომ განვიხილოთ, „მე და საზოგადოება" არის საგანი, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირებულია ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საკითხები, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს დამოკიდებულებები ქვეყნის, ოჯახის, თემისა და მეგობრების მიმართ, განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა, უნარები, ღირებულებები, თავისუფალი აზროვნება. საგნის სწავლება გათვალისწინებულია დაწყებით ეტაპზე, კერძოდ მესამე-მეოთხე კლასიდან, რასაკვირველია ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ცოდნისა და თავისებურებების გათვალისწინებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge