თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურებიან.
„განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს. ჩვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა პოპულისტურ სვლას წარმოადგენს, რომელიც მეტწილად წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს გააღრმავებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge